შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრა ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ბიოლოგიის სპეციალობით 1938 წელს. 1947-1986წწ. მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ლაბორანტად, ასისტენად (1944), მასწავლებლად, დოცენტად. ლექციებს კითხულობდა მცენარეთა მორფოლოგიასა და ბოტანიკის ეკოლოგიაში. გამოქვეყნებული აქვს ოცდაათამდე სამეცნიერო შრომა, რომლებიც ეძღვნება იმერეთის ფლორის შესწავლას. დატოვა 12 ხელნაწერი შრომა. მის სამეცნიერო მოღვაწეობაში მთავარი იყო იმერეთის ფლორის კომპლექსური შესწავლა. მოიარა იმერეთის მხარე და შექმნა იმერეთში გავრცელებულ მცენარეთა ჰერბარიუმი, რომელიც მოიცავს 1260 სახეობას. მეცნიერის მიერ პირველად იქნა აღწერილი (მიკვლეული) იმერეთის 4 ენდემური სახეობა, რომლებიც შეტანილია ფლორის სხვადასხვა ტომებში. სულ შეისწავლა კირქვიანების 14 ენდემური სახეობა. ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1963). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმერეთის კირქვიანების ფლორის შესწავლისათვის", დაიცვა 1962 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.262-263
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |