Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ ქურდიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია 1918 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1924 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში. 1928 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1928-1931წწ. სწავლობდა ასპირანტურაში ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე; 1931 წელს წარადგინა საკვალიფიკაციო ნაშრომი და მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება ზოგად მეტეოროლოგიაში და კლიმატოლოგიაში; 1933 წელს გახდა გეოგრაფიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი. ამ პერიოდში გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი. თარგმნა რიგი უცხოური სახელმძღვანელოები კლიმატოლოგიაში. 1935 წელს მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კლასის სასწავლო-საწარმოო მეტეოროლოგიური სადგური. 1939 წლიდან მუშაობდა ფიზიკა-მათემატიკის, შემდეგ ფიზიკის ფაკულტეტზე, იყო დეკანი; 1951-1960წწ. შეთავსებით მუშაობდა გეოფიზიკის ინსტიტუტში; 1968 წლიდან - ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1943 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1968 წელს სადოქტორო დისერტაცია. მის კალამს ეკუთვნის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. შრომები ძირითადად ეხება მეტეოროლოგიას, კლიმატოლოგიას, დინამიკურ მეტეოროლოგიას, აეროლოგიას, ამინდს და კლიმატურ პროგნოზებს და სხვა საკითხებს. შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. იგი არის მრავალი კლიმატური რუკის ავტორი. 1979 წელს მისი სახელი მიეკუთვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგიურ სადგურს. მეტეოროლოგი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1970). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.263 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |