The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხა საბაშვილი

Legal name:მიხეილ საბაშვილი
Date of birth:1890
Date of death:1 September, 1924  (at 34 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 

დაიბადა შემოქმედელი მეფ­სალ­მუ­ნის ოჯახში; 1904 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი (მენშევიკი); რევოლუციური საქმიანობისთვის 1913 წელს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული წე­სით გა­და­ას­ახ­ლეს ქა­ლაქ ას­ტრა­ხან­ში; 1914 წელს კვლავ და­აპ­ატ­იმ­რეს და ორ თვე­ში გა­ათ­ავ­ის­უფ­ლეს; პარტიულ და საზოგადოებრივ საქმიანობას ოზურგეთში ეწეოდა; 1916 წელს იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების დაარსების ინიციატორი და მისი გამგეობის მდივანი. საქართველოს გასაბჭოების (1921) შემდეგ მცირე ხნით დაპატიმრებული იყო. მონაწილეობდა წინააღმდეგობის იატაკქვეშა მოძრაობაში: იყო სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ული პარ­ტი­ის ბათუ­მის კო­მი­ტე­ტის თავმჯდომარე (1922 წლიდან), ბათუმის პარიტეტული კომიტეტის თავ­მჯდო­მა­რე, ხელმძღვანელობდა სამ­ხედ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აჭარაში; 1924 წლის 27 აგვისტოს "ჩეკამ" თანაპარტიელ დე­ომ­იდე გე­გი­აძ­ეს­თან ერთად დააპატიმრა; 30 აგვისტოს მიესაჯა სიკვდილით დასჯა (ქონების კონფისკაციით). დახვრიტეს აჭარის ანტისაბჭოთა ოპოზიციის სხვა 22 წარმომადგენელთან ერთად 1924 წლის 1 სექტემბერს. პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი.

წყარო: ჭარის ანტისაბჭოთა ორგანიზაცია და 23 დახვრეტილი / ყიფშიძე, ნინო // "საარქივო მოამბე", №19 (archive.security.gov.ge).-2018.-გვ.13-21

Member of Organizations

  • სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ული პარ­ტი­ის ბათუ­მის კო­მი­ტე­ტი, თავმჯდომარე (1922-)
  • სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილება, გამგეობის წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილება, გამგეობის მდივანი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილება, დრამატული სექციის წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილება, ნამდვილი წევრი (1916-)

Share: