The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ ღვინჯილია

მალხაზ ღვინჯილია
დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მერხეული, გულრიფშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1995 წელს; 1996-1998წწ. მიზნობრივი ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე.

1998 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოხუმის ფილიალის გეოგრაფიის კათედრაზე მასწავლებლად. 2007 წლიდან არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კულტურული ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი. კითხულობს ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: ეკოტურიზმი, მსოფლიოს ტურისტული ცენტრები და ტუროპერეიტინგი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიის დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს შავიზღვისპირეთისა და მიმდებარე რეგიონების ტურისტულ-რეკრეაციული რესურსული პოტენციალი", დაიცვა 2003.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.264; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი: tafu.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: