The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ყავრიშვილი

ქეთევან ყავრიშვილი
Date of birth:25 August, 1918
Date of death:31 December, 1982  (at 64 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფ-გეომორფოლოგიის კვალიფიკაციით 1940 წელს. 1940-1944წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი.

მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქვეყანათმცოდნეობის კათედრაზე. ეწეოდა როგორც პედაგოგიურ, ისე სამეცნიერო მუშაობას. კითხულობდა ლექციებს სსრკ ფიზიკურ გეოგრაფიასა და ქვეყანათმცოდნეობის კვლევის მეთოდებზე, აგრეთვე სპეცკურსებს; 1959 წლიდან მუშობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო კვლევის ინტერესს ძირითადად საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული ლანდშაფტები, აგრეთვე ლანდშაფტოლოგიის თეორიული საკითხების კვლევა წარმოადგენდა. რეგიონალური ხასიათის გამოკვლევებიდან ყურადღებას იქცევს აფხაზეთის ლანდშაფტების ტიპების, რაონებისა და მათი დინამიკის დადგენა-დახასიათებისადმი მიძღვნილი შრომათა ციკლი; აგრეთვე კარსტული ლანდშაფტებისა და კარსტის წარმოშობა-განვითარების პირობების შესწავლა. იკვლევდა აგრეთვე კახეთის, თუშეთის, ზემო იმერეთის, ქვემო რაჭისა და სვანეთის ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს, ყურადღების ცენტრში იყო მთიანი მხარეების ლანდშაფტების კვლევის თეორიული საკითხების გარკვევა-გადაწყვეტაც. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1952). 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თბილისის მიდამოების ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1948 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.265-266

Bibliography


Share: