შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიდა პაპასკირი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახუთი, ჩხოროწყუს რაიონი. სწავლობდა მამის დაარსებულ სამრევლო სკოლაში (ლიდას მამამ, მღვდელმა ანტონ პაპასკირმა სოფელ ახუთში დაარსა სკოლა, იგი მეგობრობდა იაკობ გოგებაშვილთან. 1898 წლის 3 მაისის გაზეთ "ივერიაში" ანტონ პაპასკირი წერს, რომ იაკობ გოგებაშვილს სოფელ ახუთის სკოლისთვის 30 ცალი სახელმძღვანელო გადაუცია). ორკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გადაიყვანეს ხონში, შემდეგ ქუთაისის ეპარქიალურ სასწავლებელში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი გახსნისთანავე ჩააბარა. სწავლობდა ეკონომიკის ფაკულტეტზე, სადაც სხვა წარჩინებულ სტუდენტებთან ერთად შეარჩიეს საზღვარგარეთ განათლების მისაღებად. 1919 წლის "საქართველოს რესპუბლიკა" წერდა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა იმ სტუდენტების სია, რომლებიც სპეციალური უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში უნდა გაეგზავნათ. სულ წარდგენილი იყო 121 თხოვნა, 18 ნოემბრის საუწყებათაშორისო კომისიის გადაწყვეტილებით შეირჩა 19 სტუდენტი, მათ შორის იყო ლიდია პაპასკირი. გერმანიაში მისი ცხოვრების შესახებ ავტობიოგრაფიაში არაფერი წერია, თუმცა სწორედ იქ გატარებული წლები გახდა საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან მისი დევნის მიზეზი. მის სახლ-მუზეუმში ინახება ლიდია პაპასკრის ავტობიოგრაფია, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ პირველ მეცნიერ ქალს ბოლშევიკები დევნიდნენ. "1937 წლის 12 აგვისტოს დამაპატიმრეს ჩემს სოფელში, სადაც დასასვენებლად ვიყავი. ერთი თვე ვიმყოფებოდი რაიონის შინსახკომში. იქიდან ჩემი თხოვნით გადმომგზავნეს თბილისის შინსახკომში, საიდანაც შვიდი თვის შემდეგ გამგზავნეს ჩრდილოეთ ურალში, ათი წლით. 1947 წელს, ვადის გასვლის შემდეგ გამათავისუფლეს და და დავბრუნდი სოფელ ახუთში, საიდანაც ხუთი თვის შემდეგ გადამასახლეს ციმბირში. 1954 წლის სექტემბერში საერთო წესით გამათავისუფლეს და დავბრუნდი საქართველოში", - წერს ლიდია პაპასკირი ავტობიოგრაფიაში 1956 წელს. ლიდია ახალგაზრდობიდანვე იყო დაინტერესებული სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებით. გლეხების შრომის გაუმჯობესებაზე ფიქრობდა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა. გერმანიაში ყოფნისას მან პროფესორ ვილბრანდტის ყურადღება მიიქცია, რომლის ხელმძღვანელობითაც მუშაობდა თემაზე. შემდეგ ის გააგზავნეს დანიაში, სადაც 1 წლის განმავლობაში სწავლობდა დანიის მეცხოველეობის დარგის წარმატებებს. ბერლინში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო დისერტაციაზე: "პირველი ამხანაგობანი დანიის სოფლის მეურნეობაში", რომელიც ბერლინის ჟურნალში დაიბეჭდა. 1924 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1926 წელს დაბრუნდა საქართველოში, გარკვეული პერიოდი ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. ლიდია პაპასკირმა საბჭოთა ბანაკებში 17 წელი გაატარა. მისი პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი არ არის ცნობილი. (ზოგიერთი წყაროს ცნობით გარდაიცვალა 1963 წელს). პირველი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ქალი საქართველოში. წყარო: livepress.ge; geonecropol.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |