Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმო ცხონდია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძველი ხიბულა, ხობის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს, რომელიც შემდეგ სოლოვეცკის საბჭოთა გულაგში გადასახლებით შეეცვალა. მან საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკიდან გაქცევა მოახერხა, თურქეთიდან სირიაში გადავიდა, სადაც რამდენიმე ხანს ცხოვრობდა, შემდეგ საფრანგეთში. საფრანგეთში სწავლა გააგრძელა სამედიცინო მიმართულებით. მსახურობდა ექიმად საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში (რისთვისაც დე გოლის მადლობა დაიმსახურა), შემდეგ კი ამერიკაში დასახლდა, ცხოვრობდა სან ფრანცისკოსთან მდებარე პატარა ქალაქ სანტა როზაში, იყო სან-ფრანცისკოს ხანდაზმულთა სახლის დირექტორი. საქართველოში პირველად ჩამოვიდა 1975 წელს შვილთან, ვლადიმერ (ვოვა) ცხონდიასთან ერთად (ვლადიმერ ცხონდია იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, მისი გამოგონილია პრეპარატი "ნოოტროპინი"). დიმო ცხონდიას ნაამბობი ბოლშევიკური რეპრესიების შესახებ აღწერილი აქვს ცნობილ რეჟისორს, მის მეგობარს გია დანელიას წიგნში "სადღეღამისო სადღეგრძელოები". დიმო ცხონდია გარდაიცვალა 77 წლის ასაკში, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე შვილთან, ვლადიმერ (ვოვა) ცხონდიასთან ერთად. საფრანგეთის არმიის პოლკოვნიკი, ქართველი ემიგრანტი. წყარო: livepress.ge; kvirispalitra.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |