The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილა მაისურაძე

ოფიციალური სახელი:ილია მაისურაძე
დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1924  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

1904 წლიდან იყო მენშევიკური პარტიის წევრი; პირველად დააპატიმრეს 1907 წელს, როგორც წითელრაზმელი, არასაიმედო პირი, იარაღის მატარებელი და გადაასახლეს ასტრახანის გუბერნიაში არეულობების დასრულებამდე, ანუ 1907 წლის ბოლომდე; 1918–1921წწ. იყო ჯავის რაიონის მილიციის უფროსი; აქტიური მონაწილეობა მიიღო 1918 წლის ოსების ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლების ჩახშობაში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველსავე თვეებში დაპატიმრეს, გაათავისუფლეს 1921 წლის ივნისში; 21 ივლისს კვლავ დააპატიმრეს და აღარ გაუთავისუფლებიათ, მის წინააღმდეგ ძიება დაამთავრეს 1921 წლის 21 დეკემბერს; დახვრიტეს 1924 წლის 1 სექტემბერს ანტისაბჭოთა აჯანყების სხვა მონაწილეებთან ერთად. ანტისაბჭოთა მოღვაწე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბორჯომის განყოფილება, წევრი (1909-1911)

გააზიარე: