The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი მორალიშვილი

გოგი მორალიშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი მორალიშვილი
დაბადების თარიღი:18 სექტემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:თებერვალი, 2008  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ჰილსტელი, ნიუ-ჯერსის შტატი, აშშ
კატეგორია:ბიზნესმენი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი.

სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე.

1942 წლის 15 იანვარს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში. დაავადებული ტყვედ ჩავარდა, გერმანელებმა ის სამკურნალოდ სანიტარულ ნაწილში გაგზავნეს, სადაც საბჭოთა ექიმები ჯარისკაცებს მკურნალობდნენ. გამოჯამრთელებული გერმანელებმა ტყვეთა ბანაკში ჩარიცხეს, რომელსაც "ინტერნაციონალი" ერქვა. შემდეგ იტალიაში, კერძოდ, ფლორენციაში წაიყვანეს, სადაც გიორგი მორალიშვილი  იტალიელ პარტიზანებს დაუახლოვდა  და მათ რიგებს შეუერთდა. ქართველ პარტიზანებს მეთეურობდა იტალიელი ურანგო (ქარიშხალა). მათ ძირითადად ქალაქების განთავისუფლება უხდებოდათ. 1944 წელს, ერთ–ერთ ბრძოლაში დაიღუპა 14 ქართველი, რომლებიც გოგიმ და მისმა მეგობრებმა სოფელ რიგატონში ეკლესიის კაპელის კედელში დაასაფლავეს. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საქართველოში ვეღარ დაბრუდა. დასახლდა იტალიის  ქალაქ პარმაში, სადაც ათი წელი იცხოვრა, მუშაობდა შუშის ფაბრიკაში შუშის ნაწარმის ინსპექტორად. 1956 წელს საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. ამერიკაში ჩასვლის შემდეგ, "ტოლსტოი ფონდეიშენის" დახმარებით, რომელიც  ნიუ–ჯერსიის შტატში მდებარეობდა სამსახური იშოვა, შემდეგ კი საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. დასახლდა ნიუ-ჯერსის ქალაქ ჰილსტელში. მისი სახელის უკვდავსაყოფად საქართველოში მშობლების საფლავზე დევს ქვა წარწერით. "ბატონ გოგი მორალიშვილს, ამერიკაში მყოფი მესამე  თაობის ემიგრანტებისგან". ქართველი პარტიზანი იტალიაში, ქართველი ემიგრანტი.

წყარო: ქართველი ემიგრანტები: emigrantebi.weebly.com


გააზიარე: