The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ საყვარელიძე

ვახტანგ საყვარელიძე
Other name:ვახტანგ საყვარელი
Date of birth:19??
Date of death:1993
Burial location:ქ. სანტა-ბარბარა, კალიფორნიის შტატი, აშშ
Category:Economist, Engineer, Financier

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

სწავლობდა თბილისის საბუღალტრო სასწავლებელში, მუშაობდა რევიზორ-ბუღალტრად. 1941 წელს 3 თვით გაიწვიეს სამხედრო - სავალდებულო სამსახურში, მას ომის დაწყებამ თბილისში სამხედრო სამსახურში მოუსწრო. იგი სხვა ჯარისკაცებთან ერთად ფეოდოსიაში გაამწესეს, 1942 წელს ჩავარდა ტყვედ საკონცენტრაციო ბანაკში. ომის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, სადაც ქართველ მეგობართან ერთად ცხოვრობდა. თელავში საყვარელიძეების ოჯახმა მიიღო ცნობა ვახტანგ საყვარელიძის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ, მხოლოდ 1965 წელს გაიგეს რომ იგი ცოცხალი იყო. 1955 წელს საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, ცხოვრობდა ნიუ-იორკში. წამლებისთვის სხვადასხვა მცენარეებს აგროვებდა, აბარებდა და ამით ირჩენდა თავს. მოგვიანებით საცხოვრებლად კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-ბარბარაში გადავიდა. ვ. საყვარელიძე მუშაობდა "general-electric"-ის ფირმაში ( სადაც გამოადგა საქართველოში ნასწავლი ბუღალტერია, ნახაზების კითხვა). აგებდა იახტებს, იღებდა შეკვეთებს და ამზადებდა პატარა დეტალებს კოსმოსური ხომალდისთვის. სისტემატიურად იღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართული სათვისტომოს ცხოვრებაში. ქველმოქმედების სახით მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართულ სათვისტომოს, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ფინანსური დახმარება გაუწია პრეზიდენტობის მაშინდელ კანდიდატს, რონალდ რეიგანს, რომელმაც გაპრეზიდენტების შემდეგ ვახტანგ საყვარელიძეს მადლობის წერილი და ხელმოწერილი სურათი გაუგზავნა. ბუღალტერი, ქველმოქმედი, ქართველი ემიგრანტი.

წყარო: ქართველი ემიგრანტები: emigrantebi.weebly.com


Share: