The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალიკო ძამია

ვალიკო ძამია
Legal name:ვალერიან ძამიაშვილი
Date of birth:1921
Date of death:18 March, 2013  (at 92 years)
Burial location:ქ. ნიუ-იორკი, აშშ
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა სევასტოპოლის საზღვაო სასწავლებელში.

1943 წელს ვალიკო ძამია ტყვედ ჩავარდა. მეგობრის, ვახტანგ მირიანაშვილის დახმარებით საკონცენტრაციო ბანაკიდან გაქცევა მოახერხა. დიდხანს იმალებოდა ჩრდილოკავკასიელებთან. ომის შემდეგ იგი არა როგორც ტყვე, არამედ როგორც თავისუფალი ადამიანი გერმანიაში მოხვდა. მუშაობდა მიუნჰენის რადიოს ტექნიკურ განყოფილებაში, ხანდახან გადაცემებიც მიჰყავდა. 1956 წელს საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, დასახლდა ნიუ-იორკში. მუშაობდა დურგლად, მერე ხაზვის ნიჭი აღმოაჩნდა, შეისწავლა გათბობა-გაგრილების სისტემა და სამსახურში მოეწყო. გვარის შემოკლებაც მოუწია, ძამიაშვილს "შვილი" ჩამოაშორა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი უშუალო მონაწილეობით 90-იან წლებში რამდენჯერმე დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა საქართველოში. ამას გარდა, იგი არაერთხელ დახმარებია ქართველებს სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის გადაღებაში, გამოფენის მოწყობაში და სხვა მრავალი ღონისძიების ორგანიზებაში. 1994 წელს ვალიკო ძამია პირველად ჩამოვიდა საქართველოში. პატარა ქართულ ჯგუფს, 1932 წელს ნიუ-იორკის შტატის სამმართველოში გაუფორმებია ქართული სათვისტომოს ასოციაციის ლეგალური არსებობა, რომელიც ქართველი ერის ინტერესებს ემსახურებოდა და ჭეშმარიტ ცნობებს აწვდიდა საქართველოთი დაინტერესებულ ინსტიტუტებს და პიროვნებებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში ჩასულ მეორე თაობის ემიგრანტებს სწორედ ეს ქართული სათვისტომო მასპინძლობდა, რომლის მდივანიც ვალიკო ძამია გახდა. იგი ასევე უვლიდა და პატრონობდა ქართველ ემიგრანტთა ცენტრ "ალავერდს". გარდაიცვალა 2013 წლის 18 მარტს წმინდა ლუკას ჰოსპიტალში. ქველმოქმედი, ქართველი ემიგრანტი.

წყარო: ქართველი ემიგრანტები:  emigrantebi.weebly.com


Share: