The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია შალვაშვილი

ლია შალვაშვილი
დაბადების თარიღი:6 აპრილი, 1965  (60 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნვიერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1988 წელს; პარალელურად 1984-1986წწ. სწავლობდა იმავე სასწავლებლის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის განხრით, ხოლო 1986-1988წწ. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული უცხო ენების შემსწავლელ ორწლიან კურსებზე. 1989-1993წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით.

1984-1994წწ. - გეოლოგიური სამმართველოს ცენტრალური ლაბორატორია, ლაბორანტი; 1994-1995წწ. - ქ. რუსთავის 23-ე საშუალო სკოლა, პედაგოგი; 1995-1997წწ. შოთა რუსთაველის სახელობის რუსთავის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, დოცენტი; 1997-1999წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1999-2000წწ. თბილისის კრწანისის განათლების განყოფილების მეთოდური უზრუნველყოფის ცენტრი, გეოგრაფიისა და ბუნებისმცოდნეობის მოთოდისტი; 2000 წლიდან განათლების სამინისტრო, საშუალო განათლების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ხოლო შემდეგ სახელმძღვანელოების სამმართველოს უფროსი და 151-ე საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების ეკოლოგიისა და ბუნებისმცოდნეობის მასწავლებელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და სასწავლო მეთოდური ნაშრომები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თბილისის საქალაქო აგლომერაციის ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი და მისი სამეურნეო ათვისება", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.269

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: