The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ შარაშიძე

მარიამ შარაშიძე
Date of birth:9 May, 1891
Date of death:4 May, 1976  (at 84 years)
Category:Librarian, Historian, Explorer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქალთა პირველი გიმნაზია 1909 წელს; პეტერბურგის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1917 წელს.

დაბრუნდა თბილისში და დაიწყო მუშაობა. 1947-1968წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1957 წლიდან - სამეცნიერო ბიბლიოთეკის გამგედ. წლების განმავლობაში ინსტიტუტის სოციალური და ეკონომიკური განყოფილების საველე ექსპედიციებში იღებდა მონაწილეობას და იკვლევდა საქართველოს ცალკეული რეგიონების ეკონომიკურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი, ძირითადად, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. ისტორიკოსი, თავად ანდრონიკაშვილის ასული, დახვეწილი მეტყველებით და მაღალი კულტურით გამორჩეული პიროვნება.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.270


Share: