Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ შუბითიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. ოდესის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით. 1976 წლიდან მუშაობდა კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის ცენტრის (ქ. ქუთაისი) უფროსად; იყო ქუთისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი. მისი კვლევის შედეგები ასახულია სამეცნიერო სტატიებში. 1970-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა კოლხეთის დაბლობის სასოფლო-სამეურნეო ათვისების მეცნიერულ დამუშავებაში. ამ საკითხებზე, ქართველ მეცნიერებთან ერთად, გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მუშაობდა დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების საკითხებზე, კერძოდ, მდინარეთა და ქარის ენერგეტიკულ რესურსები, რადიაციული ბალანსი და სხვ. გარდა ამისა, ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდა სამეცნირო-პოპულარული ხასიათის წერილებს კლიმატზე, ამინდის თავისებურებებზე, ეკოლოგიაზე და სხვ. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდ. რიონის კალაპოტის პროცესები", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.270 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |