The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი შაქარიშვილი

დიმიტრი შაქარიშვილი
დაბადების თარიღი:11 მაისი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით.

მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ ინჟინრად და უფროს ინჟინრად; 1974-1977წწ. მივლინებულ იქნა სირიის არაბთა რესპუბლიკაში წყლის რესურსების გამოსაკვლევად; 1977 წლიდან მუშაობს საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიის ექსპედიციაში ჯერ უფროს ჰიდროლოგად, ხოლო 1981 წლიდან უბნის უფროსად; 1996 წლიდან გარემოს დაცვის სამინისტროსთან არსებულ კატასტროფებისაგან დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების სახელმწიფო საკოორდინაციო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები და ერთი მონოგრაფია. არის გეოლოგიური 20 ანგარიშის ავტორი და თანაავტორი. მიღებული აქვს ლაშბაშის საბადოს პირველაღმომჩენის მედალი (1981). გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის წყლის ბალანსი", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.271

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: