შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიშა ფეიქრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (ალმა მატერი) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 2003 წელს. 2004-2005 წლებში გაიარა პოლიტიკური სწავლების სკოლა. 2003–2007წწ. იყო "რადიო იმედის" რეპორტიორი; 2007-2012წწ. "რადიო იმედის" პოლიტიკური თოქ-შოუ "ყველა კითხვა მიშა ფეიქრიშვილთან ერთად" ავტორი და წამყვანი; 2012-2015წწ. ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკის" რეპორტიორი; 2015-2017წწ. ტელეკომპანია GDS-ის ჟურნალისტი; 2017 წლიდან იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" რეპორტიორი; პარლამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი; ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი; 2024 წლის 9 თებერვალს დაინიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად. 2012 წელს, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა "ოქროს ფრთა", დააჯილდოვა საუკეთესო პოლიტიკური თოქშოუსთვის. წყარო: გროგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი: gruni.edu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |