Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
პაატა კოღუაშვილი
Date of birth: | 5 September, 1956 |
Date of death: | 7 October, 2024 (at 68 years) |
Category: | Economist, Scientist, Politician |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტატი, ეკონომისტ-ორგანიზატორის კვალიფიკაციით 1978 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (კახეთის ფილიალი) იურიდიული ფაკულტეტი - 2003 წელს.
1978-1988წწ. იყო ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის მევენახეობისა და მეხილეობის მთავარი სამმართველოს წამყვანი ეკონომისტი, მთავარი ეკონომისტი; 1989 წლიდან - საქართველოს კოლმეურნეობათა საბჭოს გლეხურ (ფერმერულ) მეურნეობათა სექტორის უფროსი; 1990-1991წწ. - საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს სახალხო ფრონტი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ადიგენის საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1995 წწ. - საქართველოს მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე აგრარულ საკითხებში; 1992-1995წწ. - საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "11 ოქტომბერი" - "საქართველოს სახალხო ფრონტი", საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, №5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან. 1995 წ. აგვისტოში ხელი აქვს მოწერილი საქართველოს კონსტიტუციაზე. 70- ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე-მომხსენებელი. სახელმძღვანელოების რედაქტორი, მონოგრაფიებისა და სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო საბჭოს წევრი. 2017 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით მიენიჭა ექსპერტის წოდება აგრარული ეკონომიკის დარგში. 300 სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი - აგროეკონომიკურ, სასურსათო უშიშროების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, მიწისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის პრობლემებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, სადოქტორი-საგანმანათლებლო პროგრამის "აგრარული ეკონომიკა" ხელმძღვანელი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი, აკადემიკოსი.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია: gaas.dsl.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 215; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.195
Member of Organizations
- ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2014-)
- ომის და სამხედრო ძალების ვეტერანი N107 300 0944
- საგანგებო ეკონომიკური საბჭო, წევრი
- საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი
- საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
- საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (1992-1995)
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს აგრარული რეფორმის ქვეკომისია, თავმჯდომარე (1990-1991)
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, წევრი (1992-1992)
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, აგრარულ საკითხთაქ კომისიის თავმჯდომარე (1992-1992)
- საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, აკადემიკოსი (2015-)
- საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2004-2015)
- სახელმწიფოს მეთაურის წარმომადგენელი აგრო-სასურსათო სექტორი, წევრი
- ფაზისის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2018-)
- ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2012-)
Awards and Honors
- 2017 - აგრარული ეკონომიკის დარგის ექსპერტის წოდება (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით)
- 2017 - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელი
აგრარული ეკონომიკის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
- 2014 - საქართველოს საუკეთესო მეცნიერის წოდება აგრარული ეკონომიკის დარგში
- 2013 - ღირსების ორდენი
- 1995 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
Bibliography
- მიწის ადმინისრირება და მიწათსარგებლობის მონიტორინგი (Co-Author). - თბილისი, სტუ, 2022
- მიწის მმართველობა : სახელმძღვანელო (Co-Author). - თბილისი, ტექნიკური უნივერსიტეტი, 2018. - 184გვ. . - ISBN: 9789941281655
- საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგნოზი (Co-Author). - თბილისი, საარი, 2017. - 60გვ.
- საქართველოს ეკონომიკა : სახელმძღვანელო (Co-Author). - თბილისი, შპს "თეკა & კომპანია", 2016. - 388გვ.. - ISBN: 9789941084270
- უძრავი ქონების ეკონომიკა : სახელმძღვ. (Co-Author). - თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2013. - 378გვ.. - ISBN: 9789941202674
- ილია ჭავჭავაძე მეურნის თვალით (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2012. - 102გვ.. - ISBN: 978-9941-10-701-6
- აგრარული საწარმოს ეკონომიკა : სახელმძღვ. (Author). - თბილისი, საარი, 2010. - 250გვ.. - ISBN: 978-99940-60-90-0
- საქართველო - ვაზისა და ხორბლის ქვეყანა : ორი ილია [ილია ჭავჭავაძე და კათოლიკოს-პატრიარქი ილია II] (Author). - თბილისი, ინოვაცია, 2009. - 56გვ.. - ISBN: 9789941907555
- ქართველთა კვების კულტურა (Co-Author). - თბილისი, ინოვაცია, 2009. - 188გვ.. - ISBN: 9789941911941
- "სამკვიდროს გულიდამ ამოღება ძნელია" : ილია ჭავჭავაძე სოფლის მეურნეობის შესახებ (Author). - თბილისი, უნივერსალი, 2007. - 92გვ.. - ISBN: 9789941120534
- სოფლის მეურნეობის ეკონომიკა : სახელმძღვ. ეკონ. სპეც. სტუდ. (Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2006. - 543გვ.. - ISBN: 99940-855-0-6
- საქართველოს სასურსათო უშიშროება : რეალობა და პროგნოზები (Author). - თბილისი, კოლორი, 2004. - 272გვ.. - ISBN: 99928-0-765-2
- სასურსათო პრობლემიდან-სასურსათო უსაფრთხოებამდე (Co-Author). - თბილისი, 2003. - 140გვ. . - ISBN: 9992816341
- აგრარული რეფორმა : შედეგები და პერსპექტივები (Author). - თბილისი, 1998. - 104გვ.
|