Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ შენგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით 1957 წელს. მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. იყო წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. მის სადისერტაციო ნაშრომში განხილულია კავკასიონის მყინვარული მდინარეების წყლის ბალანსი, განსაზღვრულია მყინვარული წყლების რესურსები. დამუშავებულია გამყინვარებისა და მყინვარული ჩამონადენის დინამიკა კლიმატური პირობების ცვალებადობასთან დაკავშირებით. გამოკვლეულია კავკასიონის გამყინვარების, მყინვარული ჩამონადენის რეჟიმისა და ფორმირების საკითხები; იკვლევდა წყალდიდობის ფორმირებასა და პროგნოზს კავკასიონის მდინარეთა აუზებში; ასევე საშიში ბუნებრივი მოვლენების (წყალდიდობა, წყალმოვარდა, ღვარცოფი, მეწყერი) გეოგრაფიულ ანალიზსა და პროგნოზს. შესრულებული აქვს 80 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან უმეტესი გამოქვეყნებულია. მუშაობდა მყინვარებისა და მყინვარული ჩამონადენის რეკონსტრუქციისა და პროგნოზის დადგენის საკითხებზე. გლაციოლოგი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური კავკასიონის მყინვარული საზღვრების მქონე მდინარეთა ჩამონადენის რეჟიმი", დაიცვა 1966 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.273-274
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |