The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგორი სარანტიდი

გრიგორი სარანტიდი
დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1942
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 2005  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩაისუბანი, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1964 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (НВИМУ) 1974 წელს.

1964-1969წწ. შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს, ნოვოროსიიკის ნავთობჩამომსხმელ - სატანკერო ფლოტის სამმართველოს მატროსი, შორეული ნაოსნობის შტურმანი; 1969-1974წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის შტურმანი, კაპიტნის თანაშემწე; ხელმძღვანელობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ - "Аспиндза"-ს ეკიპაჟს; განსაკუთრებით აღსანიშნავია კაპიტან გ. სარანტიდის საქმიანობა ტანკერ - "Генерал Багратион"-ზე, რომელზეც თავისი საზღვაო-სამეთაურო ცხოვრების საუკეთესო წლები გაატარა; 1974-1997წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის კაპიტანი; 1997-1999წწ. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: