Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ კილასონია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი 1980 წელს. 1972-1975წწ. თბილისის აბრეშუმის გაერთიანების შეგირდი, ქარხანა "ელექტროძრავის" ზეინკალი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორანტი; 1981-1988წწ. "საქსახმინპროექტის" ინჟინერი, თბილისის თბომეურნეობის სამმართველოს N14 საქვაბის ოპერატორი, თბილისის გრამჩამწერი სტუდია "მელოდიის"ოპერატორი; 1989 წლიდან "იბერია-89" საწარმოო დანერგვითი ცენტრის მენეჯერი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 206 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |