Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით კირვალიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი სპეციალობით აგროქიმია და ნიადაგმცოდნეობა 1990 წელს. 1990 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1990-1994წწ. უფროსი ლაბორანტი, ნიადაგმცოდნეობის კათედრა, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი; 1994-1996წწ. ასისტენტი, ნიადაგმცოდნეობის კათედრა, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი; 1996 წელს-ადმინისტრაციის საქმეთა მმართველი, კომპანია "ანვა-ჯორჯია ჯსკ" და საქართველოს პარლამენტის აპარატის ექსპერტ-კონსულტანტი; 1996-1997წწ. ასისტენტი, ნიადაგმცოდნეობის კათედრა, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი; 1997-1999წწ. დოცენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნიადაგმცოდნეობის კათედრა, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი; 1996-1999წწ. საქმიანობდა კერძო ფერმერთა დახმარების ფონდში; 1999-2000წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, 2000-2004წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრი; 2005-2006წწ. ლექციებს კითხულობდა მერილენდის უნივერსიტეტში (US); 2012-2013წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი; 2016-2019წწ. პრემიერის მრჩევლი სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში; 2006 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების არასამთავრობო ორგანიზაციის CNFA საბჭოს წევრი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 206; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 60-61 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |