The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ჩხეიძე

ირაკლი ჩხეიძე
Date of birth:7 September, 1954
Date of death:26 May, 2006  (at 51 years)
Category:Engineer, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ელექტროფიკაციისა და მექანიზაციის ფაკულტეტი 1976 წელს; ასპირანტურა 1983 წელს.

1977-1978წწ. იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში; 1979-1983წწ. მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში სპეციალობის მიხედვით; 1986-1990წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციისა და მექანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; ეწეოდა სამეცნიერო-კვლევითი და საქმიანობა; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თბილისის ისნის ვარკეთილის №17 საარჩევნო ოლქიდან. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge  საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 376

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის კომისის, თავმჯდომარე (1990-1991)

Share: