შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალა ჩიგირი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყვარჩელი. დაამთავრა თბილისის ალ. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ბიოლოგია-გეოგრაფიის სპეციალობით 1965 წელს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა II და IV ჰიდროგეოლოგიურ ექსპედიციებში ტექნიკოსად და "თბილგვირაბმშენში" სამარკშაიდერო განყოფილებაში. მონაწილეობდა ამიერკავკასიის, შუა აზიის და პამირის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების კვლევებში; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1965 წელს, მუშაობა განაგრძო ამიერკავკასიის გეოლოგიურ პარტიაში ინჟინრის თანამდებობაზე; 1970 წელს დაუსწრებლად დაამთავრა თბილისის ალ. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა ფიზიკური გეოგრაფიის განხრით; 1976-1992წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ძირითადად შეეხება ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და გარემოს ურთიერთზემოქმედების (აქვალური ლანდშაფტი) საკითხებს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.278
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |