The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარგალიტა ჩიჯავაძე

მარგალიტა ჩიჯავაძე
Date of birth:13 July, 1934  (90 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1957 წელს.

1957-1959წწ. მუშაობდა ყირგიზეთის მეცნიერებათა აკადემიის ტიან-შანის ფიზიკური გეოგრაფიის სადგურში. ამ პერიოდში ჩაატარა საერთაშორისო გეოფიზიკური წლის პროგრამის მიხედვით საველე დაკვირვებები (ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური და აქტინომეტრული), სადაც იკვლევდა მყინვარული ჩამონადენის ფორმირების საკითხებს. 1960 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ლაბორანტის, შემდეგ უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. მონაწილეობდა გლაციოლოგიური და დასავლეთ კავკასიონის მდინარეთა ჩამონადენის რეჟიმის შემსწავლელ სამეცნიერო ექსპედიციებში. აქტიური მონაწილეობა მიიღო სიონის (თიანეთის რ-ნი) ექსპერიმენტული ჰიდროლოგიური ლაბორატორიის მოწყობაში და შემდეგ სამეცნიერო დაკვირვებათა ჩატარებაში; 1981 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის - მიწის, წყლის, ტყისა და რეკრეაციული რესურსების შესწავლისა და გამოყენების განყოფილებაში ჯერ უფროს, შემდეგ წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად და განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილედ. შესრულებული აქვს 70 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან ძირითადი ნაწილი გამოქვეყნებულია. მონაწილეობდა კავკასიონის მდინარეთა ჩამონადენისა (მსოფლიო ფიზიკურ-გეოგრაფიული ატლასი) და საქართველოს მდინარეთა მიწისქვეშა ჩამონადენის (მონოგრაფია - "წყლის ბალანსი") რუკების შედგენაში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ კავკასიონის მდინარეთა კვება და ჩამონადენი", დაიცვა 1967 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.280-281


Share: