The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ჩოგოვაძე

ირაკლი ჩოგოვაძე
Date of birth:10 May, 1937
Date of death:2012  (at 74 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. ლენინგრადის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მეტეოროლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-მეტეოროლოგის სპეციალობით 1961 წელს.

1961-1964წწ. მუშაობდა თბილისის ავიამეტეოცენტრის ინჟინერ-სინოპტიკოსად; 1964-1967წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვის ჰიდრომეტცენტრში; 1967 წლიდან ჰიდრომეტინსტიტუტის ამინდის პროგნოზების ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; 1975 წლიდან ამავე ლაბორატორიის გამგე; შემდგომში ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიული პროგნოზების სამსახურის უფროსი. გამოქვეყნებული აქვს 33 სამეცნიერო ნაშრომი. გამოკვლევები ეხება მთაგორიანი რელიეფის გავლენას ატმოსფეროს ცირკულაციაზე. ამუშავებდა აეროსინოპტიკური რუკების წარმოდგენის, დამუშავების და ანალიზის მეთოდს კომპიუტერის საშუალებით, ადამიანი-კომპუტერის "დიალოგის" მეთოდის დამუშვებას ამინდის პროგნოზირების დარგში, პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. სინოპტიკოსი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კავკასიის ქედის ზეგავლენა ჰაერის მასების მოძრაობებზე და ჰაერის ტემპერატურის ცვლილება სიმაღლის მიხედვით", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.281


Share: