შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მოსე კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1999წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის სისტემაში: 1972-1975წწ. გამომძიებელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის განყოფილება; 1975-1976წწ. უფროსი გამომძიებელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭიათურის განყოფილება; 1976-1980წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანაშემწე; 1980-1985წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის განყოფილების უფროსი; 1985-1987წწ. პროკურორი, ხელვაჩაურის რაიონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა; 1987-1991წწ. ბათუმის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი (1991); 1991-1997წწ. საქართველოს შსს-ს საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეპარტანენტის თავმჯდომარის 1-ლი მოადგილე; 1997-1999წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის უფროსის პირველი მოადგილე; 1999 წელს კადრების განკარგულება, შინაგან საქმეთა სამინისტრო; 1999-2002წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N56 ჭიათურის საარჩევნო ოლქი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 209; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.294 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |