Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიშა გულბანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი იფარი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. 1950–1965წწ. ალპინიზმსა და მთამსვლელობაში, მან აქტიური სპორტული კარიერის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა; საკავშორო პირველობების გამარჯვებული და პრიზიორი. მისი ხელმძღვანელობით სარეკორდო დროში არის განხორციელებული რამდენიმე ურთულესი მარშრუტი. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, მისი მეთვალყურეობით არაერთი ცნობილი მთამსვლელი აღიზარდა; ის იყო ერთადერთი ჯგუფის ხელმძღვანელი, რომლის წევრებს ტრავმაც კი არასოდეს მიუღიათ; მისი მიღწევებია: 1951 წელს უშბის ორივე მწვერვალზე სარეკორდო ასვლა. იმავე წელს აილამას ცენტრალური ბასტიონის დაბპყრობა; 1954 წელს საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში პამირის მთიანეთში ორი 7000-იანი მწვერვალის დაბპყრობა, ნაკრების სახელით უდიდესი მნიშვნელობის მსვლელობა - ენგელსის პიკის დალაშქვრა; 1956 წელს მწვერვალ ჯანღასა და აილამას ცენტრალურ ბასტიონზე სარეკორდო ასვლა; 1958 წელს სარეკორდო მარშრუტი, ფასის მთიდან–თეთნულდამდე 14 მწვერვალის გავლა; 1974 წელს კავკასიონის ქედზე თხილამურებით ტრავერსი; ლენტეხიდან შოვისა და მამისონის გავლით ნალჩიკ-ვლადიკავკაზში ავიდნენ, იქიდან კი ყაზბეგში გადავიდნენ; 1952 წელს კავკასიონის ქედის დიდი ტრავერსისთვის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა, 1964 წელს კი საბჭოთა კავშირის ვერცხლის მედალი. ქუჩას თბილისის ერთერთ უბანში, სადაც სიცოცსხლის ბოლო წლებში გრიგოლ გულბანი ცხოვრობდა, გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი ეწოდა. ალპინისტი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.160; grigolgulbani.wordpress.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |