The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ცაგარელი

გიორგი ცაგარელი
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაციით 1970 წელს; 1970-1973წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილებაში.

1973-1977წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად, შემდეგ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1977 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე; 1988-1992წწ. ამავე კათედრის გამგე იყო; 1993-1996წწ. მსახურობდა აშშ-ში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლად; 1997 წლიდან ხელმძღვანელობს ევრო-აზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრს. არის მსოფლიო ბანკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროების პროექტების კოორდინატორი; 1980-1992წწ. რამდენჯერმე იმყოფებოდა საზღვარგარეთ სამეცნიერო სტაჟირებასა და მივლინებაში, მათ შორის, ხანგრძლივად ლონდონის უნივერსიტეტის ეკონომიკური და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში, ლოძისა და ბრატისლავის უნივერსიტეტებში, აშშ-ში, შვედეთისა და ინდოეთის უნივერსიტეტებში და სხვ. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის, არის კოლექტიური მონოგრაფიების ავტორი. არჩეულია უცხოეთის სამეცნიერო საზოგადოებების წევრად. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1980).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს შავიზღვისპირა რაიონების სუბტროპიკული აგრარულ-სამრეწველო კომპლექსის ეკონომიკურ-გეოგრაფიული პრობლემები", დაიცვა 1977 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.283-284; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.214

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: