The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ცინცაძე

თენგიზ ცინცაძე
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1949
გარდაცვ. თარიღი:23 აპრილი, 2024  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით 1978 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ინჟინერ-ჰიდროლოგის თანამდებობაზე; 1982-1987წწ. საველე ექსპერიმენტული ბაზის უფროსი; 1987 წლიდან - ინტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-საწამოო დარგში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, არის 14 ცნობარის, მონოგრაფიის და შრომათა კრებულის რედაქტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიდრომეტეოროლოგიურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედებით ხელოვნურად მდინარეთა ჩამონადენის გაზრდის ეფექტურობის განსაზღვრის ჰიდროლოგიური მეთოდი", დაიცვა 1985 წელს. 

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.285; interpressnews.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: