Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თინათინ ცომაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1934 წელს. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მუშაობა დაიწყო გეოგრაფიის კათედრაზე. 1937 წელს დაამთავრა ასპირანტურა აკად. ალ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. 1938 წელს მუშაობა დაიწყო ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის კათედრაზე. კითხულობდა ლექციებს კლიმატოლოგიაში, მიკროკლიმატოლოგიაში, სსრ კავშირის კლიმატოგრაფიაში, რეგიონალურ კლიმატოლოგიასა და სხვა. პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც. მის სადისერტაციო ნაშრომში დეტალურადაა მოცემული მთიანი ქვეყნებისათვის დამახასიათებელი მეტად უჩვეულო, დაღმავალი, მშრალი და თბილი, ხშირად ცხელი ქარის კლიმატური თავისებურება და მისი სახალხო-სამეურნეო და კლიმატური მნიშვნელობა. მკვლევარის ყურადღება მიიქცია ამ ქარის ბუნებამ, რადგან მას როგორც ზიანის მოტანა შეუძლია, ისე დადებით გავლენასაც ახდენს კლიმატურ პირობებზე. ამ გამოკვლევას პრაქტიკული და თეორიული მნიშვნელობა აქვს. მას ეკუთვნის 40-მდე სამეცნიერო შრომა, რომელთა ერთი ნაწილი გამოქვეყნებულია. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1956). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფიონები რიონის ხეობაში", დაიცვა 1952 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.287
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |