Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იასონ ცუცქირიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დეისი, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1932 წელს. 1933-1938წწ. მუშაობდა თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში, 1938 წლიდან ობსერვატორიის დირექტორი; 1941-1942წწ. ყაზბეგის მაღალმთიან მეტეოროლოგიური სადგური; 1943-1953წწ. თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი; 1953-1979წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1979 წლიდან მეცნიერ-კონსულტანტი. 1938-1941წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა ლენინგრადის მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიაში აქტინომეტრიის სპეციალობით. იქვე, 1949 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც მიძღვნილია მთიანი რეგიონების კლიმატის გენეტიკური კლასიფიკაციისა და რადიაციული ბალანსის მდგენელების განაწილების კანონზომირების დადგენის, კლიმატური რესურსების კვლევის და სხვ. აქტუალურ საკითხებისადმი. არის რამდენიმე წიგნის სამეცნიერო რედაქტორი და რეცენზენტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1971). სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს ტერიტორიის რადიაციული და თერმული რეჟიმი", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.289 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |