The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასონ ცუცქირიძე

იასონ ცუცქირიძე
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1908
გარდაცვ. თარიღი:8 ივლისი, 1989  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დეისი, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1932 წელს. 

1933-1938წწ. მუშაობდა თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში, 1938 წლიდან ობსერვატორიის დირექტორი; 1941-1942წწ. ყაზბეგის მაღალმთიან მეტეოროლოგიური სადგური; 1943-1953წწ. თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი; 1953-1979წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1979 წლიდან მეცნიერ-კონსულტანტი. 1938-1941წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა ლენინგრადის მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიაში აქტინომეტრიის სპეციალობით. იქვე, 1949 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც მიძღვნილია მთიანი რეგიონების კლიმატის გენეტიკური კლასიფიკაციისა და რადიაციული ბალანსის მდგენელების განაწილების კანონზომირების დადგენის, კლიმატური რესურსების კვლევის და სხვ. აქტუალურ საკითხებისადმი. არის რამდენიმე წიგნის სამეცნიერო რედაქტორი და რეცენზენტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1971).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს ტერიტორიის რადიაციული და თერმული რეჟიმი", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.289

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1952 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1944 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: