The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გეგა ქურციკიძე

გეგა ქურციკიძე
Date of birth:10 September, 1968  (56 years)
Category:Educator, Filmmaker

Biography

დაიბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი დრამის სარეჟისორო ფაკულტეტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო) 2003 წელს, სწავლის პერიოდში იყო სანდრო ახმეტელის სახელობითი სტიპენდიანტი; 2003-2006წწ. სწავლობდა უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე (პროფესორ თემურ ჩხეიძის სახელოსნო).
1995-1998წწ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის მსახიობია; 2003-2007წწ. თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მსახიობის ოსტატობის პედაგოგი (2005-დან ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი); 2006-2008წწ. რუსთავის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 2008 წლიდან ქალაქ რუსთავის კულტურის ცენტრის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი; მისი რეჟისორული ნამუშევრები: კოლინ ჰიგინსი "ჰაროლდი და მოდი" საკურსო სპექტაკლი (2002); ედვარდ ოლბი "რა მოხდა სამხეცეში" სადიპლომო სპექტაკლი (2002-2003); 2003: თბილისის საბავშვო თეატრი (მეორე სახლი): შარლ პერო "წითელქუდა" (2003); აკაკი გეწაძე "შუაზე გაყოფილი ცრემლი" (2004); ბონდო მაცაბერიძე "ზადო და ბადო" (2005); სამეფო უბნის თეატრი: მანანა დოიაშვილი "აქ, ამ სავანეში" (2005); რუსთავის დრამატული თეატრი: კოლინ ჰიგინსი "ჰაროლდი და მოდი" (2006); მანანა დოიაშვილი "ღიად დარჩენილი საფლავები" (2007); ჟან ანუი "ანტიგონე" (2007); "სიყვარული გზად და ხიდად" (ექსპერიმენტული სცენა, 2008); რუსთავის კულტურის ცენტრი, ლიტერატურული თეატრი: ნოდარ დუმბაძე "სისხლი" (2008); ვაჟა-ფშაველა "ცუდას რად უნდა მტერობა" (2009); მიხო მოსულიშვილი "არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა" (2010); ნაირა გელაძე "მარტოობა სულისა" (2011); თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო საბავშვო თეატრი: არჩილ სულაკაური, მანანა დოიაშვილი "ტალღები ნაპირისკენ მოისწრაფიან" (2010); "არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა" (2012); ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. დრამატული თეატრი: თამარ ბართაია "მთავარი როლი" (2010); თბილისის ლიტერატურული თეატრი: ნოდარ დუმბაძე "ძაღლი" (2010); გიორგი ნახუცრიშვილი "ნაცარქექია" (2011); ზესტაფონის უ. ჩხეიძის სახ. დრამატული თეატრი: იაკობ გოგებაშვილი "იავნანამ რა ჰქმნა" (2011); ნოდარ დუმბაძე "სისხლი" (2011); "ახალი წელი საზღაპრეთში" (20110; ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი: მიხო მოსულიშვილი "ჩემო მეჟოლია" (2016); მისი სხვა აქტივობები: რუსთავის საქალაქო კულტურის დღეების ორგანიზება და რეჟისურა (2006); რუსთავის დრამატული თეატრისა და ქვემო ქართლის ტელეკომპანიის გადაცემა "რუსთავის დილა" ერთობლივი პროექტი "წარსული, აწმყოს წარმომშობელი" (სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი, 2007); სახალხო ზეიმის "ჭიათურქალაქობა" ორგანიზება და რეჟისურა (2007); სახალხო ზეიმის "რუსთავქალაქობა" ორგანიზება და რეჟისურა (2007); მწერალ და საზოგადო მოღვაწე მარიკა ბარათაშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამოს ორგანიზება და რეჟისურა ქ. ჭიათურაში (2008); ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში განხორციელებული სპექტაკლი ევგენი შვარცი "თოვლის დედოფლი" (2009); საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია DVV INTERNATIONAL-ის პროექტის "იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში", "არტ კურსის" ხელმძღვანელი (2010); სახალხო ზეიმის "დმანისობა" ორგანიზება და რეჟისურა (2011); 2011 წ. საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინისტროს პროექტის "სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში განხორციელებული დადგმები - ოსკარ უალდი "ბედნიერი უფლისწული", ოსკარ უაილდი "ვარსკვლავთ ბიჭუნა" (2011). ეს უკანასკნელი ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარებული თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული სპექტაკლი გახდა; საქველმოქმედო კონცერტი აქცია "კოტე მჟავია და მისი მეგობრები" კონსერვატორიის დიდ დარბაზში (ორგანიზება და რეჟისურა, 2011). არის საერთაშორისო სტუდენტური სპექტაკლებისა და ფილმების კონკურს-ფესტივალის "დებიუტი" გამარჯვებული ნომინაციაში "საუკეთესო რეჟისურა", საკურსო სპექტაკლისათვის - კოლინ ჰიგინსის "ჰაროლდი და მოდი"(2002), ამავე კონკურსის გრანპრის მფლობელი სადიპლომო სპექტაკლისათვის – ედვარდ ოლბი "რა მოხდა სამხეცეში" (2003).

წყარო: კვირა : მედიაჰოლდინგი: kvira.gearmuri.georgianforum.com


Share: