Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ ხუხუნაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზემო აკეთი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. 1914-1917წწ. რუსეთის იმპერიის არმიის რიგებში იბრძოდა I მსოფლიო ომის ავსტრია-გერმანიის ფრონტზე, პრაპორშჩიკად მსახურობდა ნოვგოროდის 433-ე ქვეით პოლკში; ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ ჩაირიცხა გურიის სახალხო გვარდიაში; 1917 წლის ბოლოს თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის განსაკუთრებული რაზმის ოფიცერი გახდა და მონაწილეობდა ქალაქის რევოლუციური ანარქიისგან დაცვაში; 1918 წელს თავი გამოიჩინა აფხაზეთში ბოლშევიკებთან ბრძოლაში და ოსმალებთან ნატანებ-ოჩხამურის რაიონში შეტაკებებში; 1918 წლის სექტემბრიდან დაინიშნა სახალხო გვარდიის განსაკუთრებული ბატალიონის უფროსად. დიდი როლი ითამაშა 1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დროს ეკატერინენფელდთან გამარჯვებაში, შემდეგ იბრძოდა სოჭის ფრონტზე; 1919 წლის სექტემბერში სავარაუდო კორუფციული საქციელის გამო ხუხუნაიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რამაც გამოიწვია დაპირისპირება გვარდიის უფროს ვალიკო ჯუღელთან; ხუხუნაიშვილმა თბილისში, გვარდიის შტაბში (ახლანდელი ახალგაზრდობის სასახლე) გასროლით მოიკლა თავი. სამხედრო პატივით დაკრძალეს მშობლიურ სოფელში. სახალხო გვარდიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. წყარო: სიმონ ხუხუნაიშვილი : ნეკროლოგი //თეატრი და ცხოვრება:გაზეთი.-თბ.,1919.-9 ნოემბერი.-N12.-გვ.12 (nplg.gov.ge); kvirispalitra.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |