Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მევლუდ მელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტი 1993 წელს. 10 წლის ასაკში მან აქტიურად დაიწყო ვარჯიში სამბოში; სკოლაში სწავლის დროს გაუჩნდა ინტერესი რადიო-მართვადი ავტომობილებისადმი; მრბოლელობამდე იყო მოჭიდავე, მას ჰქონდა წარმატებები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთაც; პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის პირველად 1983 წელს გამოვიდა; 2001 წელს დაიწყო სარბოლო კარიერა. სანამ პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზიას მიიღებდა, 2 წელი გამოდიოდა მოყვარულებს შორის; პირველი გამარჯვება 2002 წელს მოიპოვა ტურინგ ლაითის კლასში; არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ადგილის (სამბო, 1989), ევროპის სამბოს ჩემპიონატის ოქროს მედალის (სამბო, ტურინი, იტალია 1991), მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (სამბო, შამბერი, საფრანგეთი), ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილის (სამბო, კიევი, უკრაინა, 1992), ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილის (სამბო, 1993) მფლობელი; ევროპის რალის ეტაპის გამარჯვებული Nemiroff Yalta Rally - მეორე ადგილი ჯგუფში (2005), Prime Yalta Rally - მეორე ადგილი ჯგუფში (რალი, 2006), ამერიკის რალის მონაწილე, 2-Wheel Drive კლასში (2007), Black Sea Cup - ის გამარჯვებული ტურინგ ლაითის კლასში (წრიული რბოლა, 2011), ჩემპიონი ტურინგ ლაითის კლასში (წრიული რბოლა, 2002,2008, 2009, 2010), რალი ამერიკა - მერვე ადგილი 2-Wheel Drive კლასში (2014). ავტომრბოლელი და მოჭიდავე (სამბო). წყარო: ქართული სპორტი: sport.gov.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |