შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგა ჩანადირი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსასცენარო ფაკულტეტზე. 1990–იან წლებში მუშაობდა ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში; ფოტოგრაფია მის ცხოვრებაში ძირითად პროფესიად 2000 წლიდან იქცა; მოწყობილი აქვს უამრავი ფოტოგამოფენა, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც (ასტანა, სტრასბურგი, კიევი ამსტერდამი და ა.შ.); უმოგზაურია მსოფლიოს ხუთივე დასახლებულ კონტინენტზე უამრავ ქვეყანაში; მოგზაურობის დროს თავისი ქვეყნის პოპულარიზაციასაც ცდილობს; თითქმის ყველა ქვეყანაში თან აქვს მაისური, რომელზეც აღბეჭდილია საქართველოს სხვადასხვა კუთხე და ერთვის წარწერაც "შემოიარე საქართველო". 10 წელზე მეტია რაც იგი ფოტოჟურნალისტია. წყარო: chaachkhakune.wordpress.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |