შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა კობერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცხმორი, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1976 წელს. 1970-1975 წწ. ონის რაიონის სოფელ ცხმორის კოლმეურნეობის წევრი; საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის ასლის გადამღები; 1975 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე: იყო თბილისის სამგორის რაიონის სახელმწიფო დაზღვევის ინსპექციის ინსპექტორი, ამავე რაიონის საფინანსო განყოფილების ეკონომისტი, ისნის რაიონის საფინანსო განყოფილების უფროსი ეკონომისტი, გლდანის რაიონის საფინანსო განყოფილების გამგის მოადგილე, ქ. თბილისის საფინანსო სამმართველოს განყოფილების უფროსი, კრწანისის რაიონის საფინანსო განყოფილების გამგე, ამავე რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, წმინდა ილია მართლის საზოგადოება; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქარტია – 91", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 210 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |