The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით კოვზირიძე

დავით კოვზირიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1950
გარდაცვ. თარიღი:14 ოქტომბერი, 2004  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1973 წელს.

1974 წლიდან ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას: 1974 წელს- ზესტაფონის ქარხანა "საქკაბელი", იურისკონსულტი; 1974-1975წწ. არგვეთის მეურნეობა, იურისკონსულტი; 1975-1976წწ. ზესტაფონის რაისაბჭოს აღმასკომის, სოფლის მეურნეობის სამმართველო, იურისკონსულტი; 1976-1977წწ. ზესტაფონის რაისაბჭოს აღმასკომი, იურისკონსულტი; 1977-1979წწ. საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი; 1979-1981წწ. საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმი, მეთოდისტი; 1981-1984წწ. საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმი, უფროსი კონსულტანტი; 1984-1991წწ. ვანის რაიონის მოსამართლე; 1991-1992წწ. ზესტაფონის რაიონის მოსამართლე; 1992 წელს-ზესტაფონის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დემოკრატიული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1998-1999წწ. ზესტაფონის რაიონის საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, 51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქი, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 211

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1999-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ტრადიციონალისტი", წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1999-2004)

გააზიარე: