Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იულია ძიძიგური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1937 წელს. იქვე გაიარა ასპირანტურის კურსი ალექსანდრე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით ფიზიკურ ქვეყანათმცოდნეობაში. 1941-1944წწ. პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს სსრკ ფიზიკურ გეოგრაფიაში; 1945-1952წწ. ზუგდიდის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო სამასწავლებლო ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე სასწავლო-სამეცნიერო ნაწილში და გეოგრაფიის კათედრის გამგე; 1952-1953წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს უმაღლესი სკოლების სამმართველო უფროსი ინსპექტორი, შემდეგ სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი; 1957-1985წწ. გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ჯერ დოცენტი გეოგრაფიის კათედრაზე, ხოლო შემდეგ ამავე კათედრის გამგე; 1985 წლიდან თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, გეოგრაფიის კათედრის დოცენტი. სასწავლო-პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად იგი სამეცნიერო მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი სადისერტაციო ნაშრომი ძირითადად ავტორის მიერ ველზე მოპოვებული მასალების მიხედვითაა გაკეთებული. ავტორია 53 სამეცნიერო შრომისა, მათ შორის, 23 გამოქვეყნებულია. მისი სამეცნიერო მუშაობა კომპლექსურ ხასიათს ატარებდა. ამასთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. მისი მონაწილეობით თარგმნილია "სსრკ ფიზიკური გეოგრაფიის" სახელმძღვანელო და პრაქტიკუმი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1960). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამეგრელოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათებისათვის", დაიცვა 1950 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.292 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |