The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ძიძიკაშვილი

ნოდარ ძიძიკაშვილი
Date of birth:25 October, 1947  (77 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ოკეანოლოგის სპეციალობით 1973 წელს.

1974 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, ხოლო შემდეგ მეცნიერ-თნამშრომლად. მონაწილეობდა ზღვის სანაპირო ზოლის ექსპედიციებში. წლების მანძილზე იყო ბიჭვინთისა და ანაკლიის სტაციონარებში ექსპედიციების ხელმძღვანელი; 1989-1992წწ. შეთავსებით ასრულებდა გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის (ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში) მოვალეობას; 1979-1982წწ. გაიარა მიზნობრივი ასპირანტურა ქ. მოსკოვის საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის შირშოვის სახელობის ოკეანოლოგიის ინსტიტუტში; 1980-1983წწ. სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებდა მოსკოვის საკავშირო სატრანსპორტო ინსტიტუტის ჰიდროდინამიკურ ლაბორატორიაში საოკეანო პლატფორმების (დიდი მოცულობის ცილინდრების) მდგრადობის თეორიაში; 2000-2002წწ. აირჩიეს იუნესკოსთან არსებული ეროვნული ოკეანოლოგიური კომიტეტის მდივნად; 2002-2003წწ. მიიწვიეს ბუნების დაცვისა და ეკოლოგიის სამინისტროში ექსპერტად ოკეანოლოგიისა და ჰიდროლოგიის დარგში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ზღვის სანაპირო ზონის მორფოლოგიასა და დინამიკაში, ასევე ჰიდროდინამიკაში, საოკეანო პლატფორმების უსაფრთხოების თეორიაში და ჰიდრონაგებობის გარშემო ფსკერის დეფორმაციებში. ოკეანოლოგი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.292-293


Share: