Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ამბროლაძე![]()
Biographyიკვლევდა დასავლეთის ფილოსოფიაში დასმულ ონტოლოგიურ პრობლემებს. ამ მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წიგნი "საწყისისა და მიზეზობრიობის პრობლემა ახალ ფილოსოფიში", რომელშიც გამოკვლეულია სუბსტანციის, როგორც პირველმიზეზისა და ყოველგვარი არსებულის საწყისის დამოკიდებულება მიზეზობრიობასთან. ეს პრობლემა განხილულია ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის სავლე წერეთლის დიალექტიკურ-ლოგიკური კონცეფციის, განსაკუთრებით, დასაბუთების საწყისის წერეთლისეული თეორიის საფუძველზე. ლევან ამბროლაძე ამტკიცებს, რომ მთელი სინამდვილის ონტოლოგიური საწყისის დედაარსს შინაგანი წინააღმდეგობის, ურთიერთდაპირისპირებული მომენტების დიალექტიკური ერთიანობა წარმოადგენს. იდეალიზმსა და მატერიალიზმში, როგორც წესი, ეს პრინციპი ცალმხრივად და, მაშასადამე, დამახინჯებულად არის წარმოდგენილი. მკვლევარი ცდილობდა დიალექტიკური მეთოდის საფუძველზე მეცნიერულად აეხსნა ონტოლოგიური საწყისის ბუნება. ამ მიზნით იგი ვრცლად და დეტალურად განიხილავს ახალი ფილოსოფიის კლასიკოსების - დეკარტის, სპინოზას, ლაიბნიცის, ბერკლის, ჰიუმის, კანტისა და ჰეგელის თვალსაზრისებს საწყისისა და მიზეზობრიობის შესახებ, აგრეთვე გამოკვლეულია საწყისისა და მიზეზობრიობის პრობლემა დიალექტიკური მატერიალიზმის თვალსაზრისით. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1978). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები : (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით) : ცნობარი.-ბათუმი, 2004.-ბათუმი, 2004. -გვ.8-9 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |