The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ ქეცბაია

ავთანდილ ქეცბაია
Date of birth:10 September, 1947
Date of death:7 January, 2015  (at 67 years)
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ოდესის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლში (ОВИМУ) ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1971 წელს.

1971 წელსვე ზღვაში საქმიანობა კაპიტნის მეოთხე თანაშემწედ  საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო.
1971-1981 წწ. სანაოსნოს სხვადასხვა გემებზე გაიარა მან გემის სამეთაურო-საშტურმანო იერარქიის ყველა საფეხური  და 1981 წელს ბალკერ «Художник Герасимов»-ის კაპიტნად დაინიშნა; 25 წლის ასაკში ა. ქეცბაია საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ყველაზე ახალგაზრდა შორეული ნაოსნობის კაპიტანი გახდა; 1983 წელს მან სანაოსნოს ყველაზე დიდი ხომალდისა და ფლაგმანის, «Николай Вознесенский»-ს მეთაურობა ჩაიბარა, იმავე წელს კი ბულგარეთში, ვარნის გემთმშენებელ ქარხანაში საქართველოს სანაოსნოსათვის აგებული ახალი ბალკერის «Академик Давитая»-ს შტატიანი კაპიტანი გახდა; 1985 წელს სანაოსნოს საუკეთესო კაპიტნად იქნა დასახელებული, 1987 წელს კი მას საზღვაო დარგის დამსახურებული მუშაკის წოდებაც მიენიჭა; 1987 წელს შორეული ნაოსნობის კაპიტანმა ა. ქეცბაიამ საბერძნეთში მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა იაპონიაში აგებული ახალი ტანკერი «Батуми»; 1989 წელს მცირე ხნით მადანმზიდ «Генерал Леселидзе»-ზე, 1990 წელს კი კვლავ მშობლიურ «Академик Давитая»-ზე ცურავდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

Awards and Honors

  • 1986 - ხალხთა მეგობრობის ორდენი

Share: