Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომან მახარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სამება, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს (პედაგოგები: მოსე თოიძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, კორნელი სანაძე). მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო "საბავშვო ბაღი" (ხელმძღვანელი კორნელი სანაძე). 1958–1966წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ მხატვრად; გააფორმა ხუთი მხატვრული ფილმი; 1966-1968წწ. საქართველოს ტელესტუდიის დამდგმელი მხატვარი; 1968–1978წწ. გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" უფროსი მხატვრული რედაქტორი; 1978-1982წწ. გამომცემლობა "ხელოვნების" უფროსი მხატვრული რედაქტორი; 1982 წლიდან მუშაობდა ქართულ ენციკლოპედიაში უფროს მხატვრულ რედაქტორად; გაფორმებული აქვს ათეულობით წიგნი, რომელთაგან რამდენიმე აღინიშნა ჯილდოთი; წარმატებული იყო მისი პერსონალური გამოფენა, რომელიც თბილისში 1985 წელს, ქართული ენციკლოპედიის გამომცემლობის შენობაში გაიმართა; გამოფენამ თავისებურად შეაჯამა რომან მახარაძის შემოქმედება როგორც ფერწერის, ისე წიგნის გრაფიკის დარგში; აღსანიშნავია მისი მონაწილეობა აკვარელის გამოფენაზე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; მისი ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, რამდენიმე სურათი მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის პირადი საკუთრებაა, ასევე ბევრია წარმოდგენილი კერძო კოლექციებში. ფერმწერი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, კინოს მხატვარი. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |