The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუმბერ წერეთელი

ჯუმბერ წერეთელი
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 2006  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1956 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს გეოლოგიის სამსახურის სისტემაში, გეოლოგის, უფროსი გეოლოგის, პარტიის უფროსის თანამდებობებზე. იყო გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოეკოლოგიის კვლევების ცენტრ "სტიქიას" მთიულეთის რეგიონის საწარმოო-სამეცნიერო საინჟინრო-გეოეკოლოგიური პარტიის უფროსი. მისი სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობა დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიის საინჟინრო გეოდინამიკური და გეოეკოლოგიური პირობების შესწავლაზე, ბუნების სტიქიური პროცესების განვითარების კანონზომიერებების დადგენასთან, მათი პროგნოზირებისა და ღონისძიებების დასახვასთან, მოსახლეობისა და სამეურნეო-საინჟინრო ობიექტების სტიქიური კატასტროფებისაგან დაცვის მიზნით. ავტორია 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რომელთა ნაწილი უცხოეთშია დაბეჭდილი. 30-მდე გეოლოგიური ანგარიში აქვს შედგენილი. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით ჩატარდა სპეციალური საინჟინრო გეოდინამიკური კვლევები და შეადგინა სხვადასხვა მასშტაბისა და შინაარსის თემატური რუკები. მის მიერ არის დამუშავებული ტრანსკავკასიის გაზსადენის მაგისტრალის საინჟინრო-გეოდინამიკური პირობები. მონაწილეობდა დასავლეთის მიმართულების საერთაშორისო ნავთობსადენის ბაქო-სუფსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ტრასების საინჟინრო-გეოდინამიკური პირობების შეფასებაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის  "წიაღის დამსახურებული მაძიებელის" წოდება. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის გეომორფოლოგია", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.296-297

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინჟინერ-გეოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია "MAS", წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: