The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ წივწივაძე

ნოდარ წივწივაძე
Date of birth:4 June, 1948  (76 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ოკეანოლოგიის სპეციალობით 1972 წელს.

1972-1974წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1974-1978წწ. სსრკ ტრანსპორტის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის ზღვის ნაპირდამცავი ნაგებობების შავი ზღვის განყოფილებაში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. მონაწილეობდა რიგი ობიექტების პროექტირებაში (ბამი-ბაიკალის ტბის სანაპიროზე გამავალი დროებითი მაგისტრალები, ლენინგრადის დამბა მდ. ნევაზე, გრიგორიევსკის პორტი, ჩრდილოეთის ზღვაში დროებითი პორტ-თავშესაფარი, ბალტიის ზღვაზე თავისუფალი ხელოვნური პლაჟი, შავ ზღვაზე ნაპირდამცავი საშუალებები და სხვ.); 1984 წელს სტაჟირება გაიარა დიდ ბრიტანეთში; 1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგია-კიმატოლოგიისა და ოკეანოლოგიის კათედრის დოცენტი. მისი სადისერტაციო ნაშრომი ეხება ზღვის სანაპირო ზოლის ჰიდროდინამიკისა და ნაპირდაცვის აქტუალურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის, უცხოეთის გამოცემებში; მონოგრაფია - "ტალღები დინებაზე", რომელიც ეხება ზღვის სანაპირო ზოლში მიმდინარე პროცესებს. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში საინჟინრო ოკეანოლოგიის განხრით; 1982 წელს აირჩიეს მსოფლიო ოკეანის შემსწავლელი კომისიის ლითოდინამიკის სამუშაო ჯგუფის წევრად. მისი ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა I საკავშირო კონფერენცია სანაპირო ზოლში ნატანის ტრანსპორტირების საკითხებზე. ტექნიკის აკადემიური დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზღვის სანაპირო ზოლის ჰიდროდინამიკის ელემენტების გამოკვლევა", დაიცვა 1982 წელს (ქ. მოსკოვი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.297

Bibliography


Share: