The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მაჩაბელი

გიორგი მაჩაბელი
Date of birth:16 September, 1879
Date of death:19 March, 1918  (at 38 years)
Burial location:წმინდა ნინოს ეკლესიის ეზო, თბილისი
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქურთა, გორის მაზრა, ახლანდელი ქურთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია.

იყო თავადური საგვარეულოს წარმომადგენელი და გორის მაზრის შეძლებული მემამულე. მიუხედავად წოდებრივი წარმოშობისა, რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს მაჩაბელი აქტიურად მონაწილეობდა შიდა ქართლის გლეხთა მოძრაობაში. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, თუმცა მისი საქმიანობა ვიწრო პარტიულ ინტერესებს სცდებოდა; მაგალითად, მაჩაბელს პარიზიდან ჩამოჰქონდა და ხალხში ავრცელებდა ეროვნულ-დემოკრატების გაზეთ "საქართველოს" ნომრებს; 1906 წელს მაჩაბელი დააპატიმრეს და რამდენიმე წლით ციმბირის კატორღაში გაგზავნეს;
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მაჩაბელი კვლავ დაუბრუნდა პოლიტიკურ საქმიანობას. მონაწილეობა მიიღო ქართული წითელი გვარდიის (შემდგომში სახალხო გვარდია) შექმნაში; იყო გორის მაზრის კომისარი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის გორის კოლექტივის და მუშათა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე, ასევე გორის ქალაქის საბჭოს წევრი; 1918 წელს ხელმძღვანელობდა გორის ქართული პოლკის ამბოხებული ჯარისკაცების განიარაღებას, შემდეგ მონაწილეობდა გვარდიის ექსპედიციაში ბორჯომ-ახალციხის მხარეში; 1918 წლის მარტში ბოლშევიკების ხელმძღვანელობით ოსების აჯანყების დაწყების შემდეგ გიორგი მაჩაბელი გორის გვარდიით დაბა ცხინვალში გაემართა. ამბოხებულებთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ცხინვალის დაცვას. პირადად იბრძოდა გვარდიის პოზიციებზე ტყვიამფრქვევით. დაიჭრა და გადაიყვანეს ცხინვალის საავადმყოფოში, სადაც ხიშტებით მოკლეს შენობაში შეჭრილმა ამბოხებულებმა. მაჩაბლის მკვლელობამ ქართულ საზოგადოებაში საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. მისი ცხედარი დიდი პატივით წაასვენეს თბილისში. პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი.

Member of Organizations

  • სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1915-)

Share: