The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ღონღაძე

გიორგი ღონღაძე
Date of birth:21 May, 1969
Date of death:17 September, 2000  (at 31 years)
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლვოვის უნივერსიტეტი.

წარმოშობით ქართველი, უკრაინელი ჟურნალისტი; 1993 წელს, ნაციონალისტური დაჯგუფების "უნა უნსოს" (Ukrainian National Assembly – Ukrainian People's Self-Defence) უკრაინელ მოხალისეებთან ერთად აფხაზეთში იბრძოდა, სადაც ფილმი "ომის ჩრდილი" გადაიღო; სოხუმის დაცემამდე მძიმედ დაიჭრა. თბილისში მკურნალობის შემდეგ კი იგი ლვოვში საცხოვრებლად სამუდამოდ გადავიდა, სადაც დაიწყო მისი ჟურნალისტური კარიერა. დაარსა და ხელმძღვანელობდა ოპოზიციურ გამოცემას, ინტერნეტ გაზეთ "უკრაინკაია პრავდას". 2000 წლის 16 სექტემბერს კიევიდან გაიტაცეს. იმავე წლის ნოემბერში, კიევთან ახლოს, ტარაშჩეის ტყეში, თავმოჭრილი გვამი იპოვეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ სწორედ აქ მოკლეს ქართული წარმოშობის უკრაინელი ჟურნალისტი. ღონღაძის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიება გადაიზარდა ხმაურიან სკანდალში და პროტესტებში მაშინდელი უკრაინის პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ. ღონღაძის მკვლელების ძებნა დღემდე მიმდინარეობს, თუმცა მის სიკვდილთან დაკავშირებული ორი ადამიანი დააპატიმრეს 2005 წლის მარტში, ხოლო მესამე 2009 წლის ივლისში. მისმა ქვრივმა, მიროსლავა ღონღაძემ და მათმა შვილებმა მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ცხოვრობდნენ ამერიკაში 2001 წლამდე. ევროპის საბჭომ მიიღო რეზოლუცია №1645, რომელშიც მოუწოდა უკრაინის პროკურატურას გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა გიორგი ღონღაძის მკვლელებისა და მკვლელობის ორგანიზატორების საპოვნელად; 2005 წლის 23 აგვისტოს, პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ გ. ღონღაძეს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. მისი ცხედარი 16 წლის შემდეგ მიაბარეს მიწას. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრის, რუსლან ღონღაძის შვილი.

წყარო: ამერიკის ხმა: amerikiskhma.com; საქართველოს ახალი ამბების სააგენტო: ghn.ge; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.166


Share: