The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ზილფიმიანი

დავით ზილფიმიანი
Date of birth:14 September, 1959  (65 years)
Category:Businessmen, Scientist, Politician, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვაჩნაძიანი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის სპეციალობით 1981 წელს.

სწავლის პერიოდში ინჟინრად დაიწყო მუშაობა ფიზიკის ფაკულტეტის ნახევარგამტარების ლაბორატორიაში; 1979-2003წწ. მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში ინჟინრის, ლაბორატორიის გამგის, განყოფილების უფროსისა და სეისმური სამსახურის უფროსის თანამდებობებზე მუშობდა; 1985 წელს მოსკოვის უმაღლეს საატესტაციო კომისიაში დაიცვა დისერტაცია თემაზე "ელექტრომაგნიტური პროცესები მიწისძვრების მომზადების პროცესში"; 1992-1993წწ. ტოკიოს უნივერსიტეტში მიიღო JISTEC AWARD; ამავე წლებში იგი მოგის ლაბორატორიაში მეცნიერ-მუშაკად მუშაობდა; 1994-2006წწ. იყო რომის უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკის დეპარტამენტში; 2000-2003წწ. იკავებდა იტალიის კოსმოსური სააგენტოს პროექტ ESPERIA-ს მთავარი მეცნიერ-მუშაკისა და სისტემური ინჟინრის პოზიციას; 2003-2005წწ. აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძესთან ერთად, დააფუძნა საქართველოს კოსმოსური კვლევის ცენტრი და იკავებდა ამ ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობას; 2003-2004წწ. იყო საერთაშორისო ორბიტალურ სადგურზე განხორციელებული პროექტის, LAZIO-SIRAD-ის თანაავტორი; 2004-2008წწ. წარმოადგენდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროექტის EGLE-ს თანაავტორს; 2011-2013წწ. NASA-ს "გოდარდის" ფრენის ცენტრში (მერილენდი, აშშ) პროფესორ პატრიკ ტეილორთან, ახალი დაბალი ორბიტის სატელიტის პროექტზე მუშაობდა; 2014 წლიდან არის საქართველოს კოსმოსური ცენტრის ხელმძღვანელი; 2012 წელს მან კომპანია "სტერეო პლუსი" დააფუძნა რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტელე და რადიო-მაუწყებლობის ორგანიზება და წარმოება, სამაუწყებლო და საკომუნიკაციო ქსელების შექმნა და ექსპლუატაცია; 2021წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არის 108 საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის, 4 საერთაშორისო კოსმოსური პროექტისა და 1 საერთაშორისო პატენტის თანაავტორი. რადიოფიზიკოსი, საქართველოში პირველი კერძო ციფრული მულტიპლექს ოპერატორის "სტერეო პლუსის" დამფუძნებელი. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების ამაგდარის წოდება (საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის 2017 წლის 11 იანვრის დადგენილება). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი.

წყარო: დიჯიტალ ტვ ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი: digitaltv.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • პოლიტიკური პარტია "ევროპელი სოციალისტები", თანადამფუძნებელი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2021-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2021-)

Share: