The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ჭავჭანიძე

ზურაბ ჭავჭანიძე
Date of birth:25 May, 1953  (71 years)
Category:Geographer, Scientist, Educator, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1976 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიისა და ოკეანოლოგიის კათედრაზე; 1979-1980წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სამმართველოში, 1980 წლიდან - საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ფიზიკისა და აგრომეტეოროლოგიის კათედრაზე; მუშაობდა აგრეთვე აგროსამრეწველო კომპლექსის მართვის სპეციალურ უმაღლეს სკოლაში ლაბორატორიის გამგედ და არისტოტელეს სახელობის ბერძნულ-ქართულ უნივერსიტეტში პრორექტორად; გამოქვეყნებული აქვს 70 სამეცნიერო ნაშრომი; მისი სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფეროა ტენის რეჟიმი და მისი რეგულირება მთიან რეგიონებში. შეისწავლა საქართველოში გვალვის ჩამოყალიბების მეტეოროლოგიური პირობები, მათი გეოგრაფიული კანონზომიერებანი, გვალვების მოსალოდნელი განმეორადობა, ნალექების გადანაწილება დახრილ ზედაპირზე, ნიადაგში ტენის რეგულირების პრობლემები; მუშაობს ატმოსფერო-ნიადაგის წყლის ბალანსის პრობლემაზე, კლიმატოლოგიასთან დაკავშირებული ეკოლოგიური სამართლის საკითხებზე. 1995 წლიდან მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, კითხულობს ლექციების კურსს საქართველოს გეოგრაფიაში, ეკოლოგიაში და ეკოლოგიურ სამართალში; საქართველოს ათლეტიზმის ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელია 1985 წლიდან; საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის მიერ აღიარებულია მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართველ მწვრთნელად; ზურაბ ჭავჭანიძე მსოფლიოს 45-გზის ჩემპიონია ათლეტიზმში ვეტერანებს შორის; საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის გადაწყვეტილებით დაწესდა ზურაბ ჭავჭანიძის სახელობის ტურნირი, კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება 25 მაისს; მინიჭებული აქვს პოლიციის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1997). 

საკანდიდატო დისერტაცის თემა - "გვალვებისა და ნალექიანი პერიოდების ფორმირების პირობები და განაწილების ხასიათი საქართველოს ტერიტორიაზე", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მთიანი ტერიტორიის დატენიანების კანონზომიერებანი და ნიადაგის ტენის რეგულირების პრობლემები (საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 1994 წელს.

Member of Organizations

  • საქართველოს აგროტექნოლოგიური აკადემია, აკადემიკოსი (1995-)
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1997-)

Awards and Honors

  • 2016 - სპორტის რაინდის წოდება
  • 2003 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

Bibliography


Share: