The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რესან კონცელიძე

რესან კონცელიძე
Date of birth:1 March, 1938  (87 years)
Category:Public official, Engineer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1961 წელს.

1961-1974წწ. თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ინჟინერ-კონსტრუქტორი; მუშაობდა პარტიულ და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე: საქართველოს ალკკ ბათუმის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, საკავშირო ალკკ ცენტრალური კომიტეტის ორგანიზატორი, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის მდივანი, მეორე მდივანი, თბილისის ჩუღურეთის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, სამგორის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე; 1974-1985წწ.  საქართველოს კვების მრეწველობის მინისტრი, 1985-1989წწ. საქართველოს სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1989 წლიდან საქართველოს მომხმარებელთა საზოგადოებების ცენტრალური კავშირის - "ცეკავშირის" გამგეობის თავმჯდომარე; საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთგზის დეპუტატი; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, ქობულეთის ჩაქვის N115 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.212

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

Share: